შინაარსზე გადასვლა

არმენ ნაზარიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1974(1974-03-09)[1] (50 წლის)
დაბ. ადგილი მასისი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 160 სმ სმ
წონა 60 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ, სომხეთი და ბულგარეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
კლუბი სლავია სოფია
მწვრთნელი რობერტ ნერსასიანი
ბრატან ტზენოვი

არმენ ნაზარიანი (სომხ. Արմեն Նազարյան; დ. 9 მარტი, 1974, მასისი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მოგვიანებით წარმოადგენდა ბულგარეთს. იგი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1996, 2000), სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2002, 2003, 2005) და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი (1994, 1995, 1998, 1999, 2002, 2003). 1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნაზარიანი გახდა ქვეყნის პირველი ოლიმპიური ოქროს მედალოსანი. FILA-მ იგი საუკეთესო მოჭიდავედ 1998 და 2003 წლებში ცნო. 2007 წელს გახდა FILA-ის დიდების დარბაზის წევრი.

ნაზარიანი დაიბადა 1974 წლის 9 მარტს მასისში, სომხეთში. მან ჭიდაობა დაიწყო რვა წლის ასაკში რობერტ ნერსესიანის მწვრთნელის ქვეშ და 1987 წელს ჩაირიცხა ერევნის სპორტულ სკოლაში.

1993 წელს ნაზარიანი გახდა „ესპოირის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონი“, ხოლო 1993 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი ამავე წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაზარიანმა მოიგო პირველი მედალი სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში. მომდევნო წელს, ნაზარიანმა მოიპოვა ოქროს მედალი 1994 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე.

ზაფხულის ოლიმპიადა 1996

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმენის და მისი მიერ წარდგენილი ქვეყნის (სომხეთის) დებიუტი 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე შედგა. უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენი, ნაზარიანი მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მომგებ ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეობა. მან ხუთივე ბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა; მეოთხედფინალში დაამარცხა მსოფლიო ჭიდაობის ჩემპიონი სამველ დანიელიანი, რომელმაც მას 1955 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სძლია, ხოლო ფინალში ბრანდონ პაულსონის წინააღმდეგ მოიპოვა გამარჯვება. ნაზარიანი გადაიქცა ოლიმპიური ოქროს მედალოსანად: პირველ სომეხ სპორტსმენად, რომელიც ქვეყნის დროშის ქვეშ გახდა ოლიმპიური მედალოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი. 1996 წელს დასახელდა სომხეთის წლის ათლეტად.

ერთი წლის შემდეგ ნაზარიანი ბულგარეთის მოქალაქე გახდა და მშობლიური სომხეთის ნაცვლად ამ ქვეყნის საერთაშორისო კონკურსებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. იმდროისათვის სომხეთის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონის ქვეყნის შეცვლით, მრავალი სომეხი იმდეგაცრუებული დარჩა. მოგვიანებით ნაზარიანმა თქვა:„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. თუმცა მას შემდეგ რაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ჩვენი მთავრობა არ მაფასებდა. მათ ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ 2001 წელს შემომთავაზეს, თუმცა ჩემი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელად რჩებოდა.“[2]

ზაფხულის ოლიმპიადა 1996-ის შემდეგ ნაზარიანმა 52 კილოგრამ კატეგორიიდან 58 კილოგრამ კატეგორიაში გადაინაცვლა. ახალ წონით კატეგორიაში იგი გახდა 1998 და 1999 წლების ევროპის ჩემპიონი. თუმცა მან ვერ შეძლო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და აღნიშნული ტურნირი მესამე ადგილით დაასრულა.

არმენი დაქორწინებულია ინგა ნაზარიანზე. მათ ჰყავთ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://pantheon.world/profile/person/Armen_Nazaryan
  2. Olympic champion Nazaryan: sports museum must be opened in Armenia. PanArmenian.net. ციტირების თარიღი: 27 November 2012.